პროექტის შინაარსი

ჰემატოლოგია სწრაფად მზარდი საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროა. დღეისათვის ბევრი ჰემატოლოგიური დაავადება  სწრაფად და სწორად დიაგნოსტირდება. თანამედროვე თერაპიული მიდგომები კი დაფუძნებულია, ბიოტექნოლოგიის  და მოლეკულურ ბიოლოგიის მიღწევებზე. სწორედ თერაპია აახლოვებს სამედიცინო ჰემატოლოგიას და ფუნდამენტურ მეცნიერებებს, ლაბორატორიას და სამედიცინო პრაქტიკას. ყველა ამ სფეროს ინტეგრირება მეტად მნიშვნელოვანია ჰემატოლოგიური დარღვევების მართვისათვის. სწორედ ამიტომ საჭიროა ტრენინგები მიმდინარეობდეს პარალელურ რეჟიმში და ერთის მხრივ ფოკუსირებული იყოს კლინიკურ საკითხებზე, ხოლო მეორეს მხრივ ეხებოდეს დაავადების გამოწვევის შინაგან მექანიზმებს. ამგვარად, ჰემატოლოგია აერთიანებს  ჰემატოლოგიური დაავადების შესახებ ფუნდამენტურ ცოდნას და იგივე დაავადების  კლინიკური შემთხვევის მკურნალობს. ამგვარ მიდგომას კი საბოლოოდ პაციენტების გამოჯანმრთელებაზე ზრუნვამდე მივყევართ.
კონსორციუმის წევრთა მიერ წინასწარი შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში  პერსონალის გადამზადება აუცილებლობას წარმოადგენს. ჰემატოლოგიის სწავლების ხარისხი, რასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU), და ერევნის ჰემატოლოგიური ცნტრი  (HC)იძლევა  ბილოგიაში, ბიომედიცინაში და მედიცინაში არის საგნის საბაზისო ცოდნა, ზოგ შემთხვევაში (ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი BSU, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი YSU, თბილისის სამედიცინო აკადემია TMA) ელემენტარული, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი (აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი AMU და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი TESAU )საერთოდ ნულოვანია. ეს ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში (სასწავლებლებსა და კლინიკებში)ჰემატოლოგიური და ონკო ჰემატოლოგიური სერვისებიც კვალიფიკაციური ექსპერტების ნაკლებობას განიცდიან. თანამედროვე სახის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გამოყენება ვერ ხერხდება, რადგან არ ხდება სპეციალისტების  პერიოდული ტრენინგი. ეს კი საფრთხეს უქმნის დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და შესაბამისად შესაბამისად პაციენტის მდგომარებას.  კონსორციუმის წევრების ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს. ფაქტიურად აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი (AMU), იყო პროექტის ინიციატორი.
ტრენინგი თანამედროვე ჰემატოლოგიაში ნიშნავს პრინციპების გაგებას, ლაბორატორიული პროცედურების ფართო სპექტრის შედეგების  ინტერპრეტირებას, რაც თავის მხრივ დამყარებულია ისეთი  საბაზისო მეცნიერების ცოდნაზე როგორებიცაა -  ბიოქიმია, გენეტიკა, იმუნოლოგია, პათოლოგია, ფარმაკოლოგია, ჰემატოლოგიის პათოფიზიოლოგია და სიმსივნური დაავადებები. სწორედ ეს არის ფუნდამენტური მეცნიერების ცოდნისა და მედიცინის გადაკვეთის წერტილი.
პროექტის ფართო მიზნები სამხრეთ კავკასიაში სწორედ ჰემატოლოგიის სასწავლო პროგრამის რესრუქტურიზაციას და მოდერნიზაციას ეხება სიცოცხლის მეცნიერებებისთვის და მედიცინაში, რათა ჰარმონიზაციაში მოვიდეს ის ევროპულ სტანდარტებთან ECTS-ის გამოყენებით. მიზნის  მიიღწევა დაგეგმილია  ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც გაზრდის სწავლების ხარისხს და ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალების უნარ-ჩვევებს.
თანამედროვე ჰემატოლოგიის სწავლები შედეგად სტუდენტი უნდა იღბდეს საბაზისო ცოდნას (ა) ფიზიოლოგიაში, ჰემატოლოგიის პათოფიზიოლოგიაში, ნეოპლაზიურ უჯრედებსა და დაავადებებში , (ბ) იძენდეს ლაბორატორიულ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა კვლევის მეთოდოლოგიის პრინციპები და შედეგების ინტერპრეტაცია, ლაბორატორიული ხარისხის კონტროლი. ასევე, უნდა დაეუფლოს ზოგად ჰემატოლოგიურ ლაბორატორიულ უნარ-ჩვევებს, (გ)დიაგნოზის თანამედროვე მიდგომებს, ფარმაკოლოგიასა და ფარმაკინეტიკას, (დ) მოლეკულურ თერაპიას - გენურ თერაპიას, სისხლის გამოყენებას,
ჰემატოლოგიის სწავლების პედაგოგიკა და მეთოდიკა განახლებას საჭიროებს ამ რეგიონში. ჩვენ გვაქვს იმუნოლოგიის სწავლების რესტრუქტურიზაციის და მოდერნიზაციის წარმატებული გამოცდილება სამხრეთ კავკასიაში , და ახლა გვინდა რომ ეს გამოცდილება აღნიშნულ რეგიონში გამოვიყენოთ ჰემატოლოგიის განვითარებასა და პროფესიონალების ხელახალ დატრენინგებაში. ბოლოს ჩვენ ვგეგმავთ, რომ გამოვიყენოთ შერეული სწავლების მეთოდი , სადაც კომბინაციაში მოვიყვანთ როგორც პირისპირ სწავლებას, ასევე ელექტრონულ სწავლებას. მუშაობის დროს გამოვიყენებთ ახალ მიდგომას, რომელსაც ეწოდება სწავლა მაგალითებით (case studies), და აგრეთვე პრობლემაზე დამყარებულ სწავლებას. ელექტრონული სწავლების ტექნოლოგია ადაპტირებული იქნება კონსორციუმში ჩართული ევრო კავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებიდან ჰისტოლოგიაში, მიკროსკოპიაში, მონაცემთა ანალიზში და ა.შ.
კონსორციუმის წევრები  დარწმუნებულნი არიან, რომ ელექტრონული სწავლების გამოყენება ეფექტური იქნება ისეთ თაობასთან მუშაობისას, რომლებიც ტექნოლოგიებთან ძალიან ახლოს არიან. ამიტომ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ონლაინ კურსების გაძლიერებაზე მუშაობა იქნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
ამჟამად არ არის რეგულარული თანამშრომლობა სამი ქვეყნის-საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის- ჰემატოლოგებს შორის. სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ, რომ შევქმნათ სამხრეთ კავკასიის ჰემატოლოგიური პლატფორმა, რაც გააერთიანებს ამ ქვეყნების ამ დარგის სპეციალისტთა შორის  ფორმალურ და არა ფორმალურ დისკუსიებს, აზრთა გაზიარებას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის განახლებას. სამხრეთ კავკასიის ჰემატოლოგიური პლატფორმა რეგიონში არსებული სიტუაციიდან და ამ სფეროში მომუშავე ჯგუფიდან გამომდინარე ტერიტორიულად განთავსდება საქართველოში.

 

პროექტის მიზნები

1.    ჰემატოლოგიის სწავლების მოდერნიზება, რესტრუქტურიზაცია და მოთხოვნებზე მორგება საბუნებისმეტყველო და მედიცინის სასწავლო პროგრამებისათვის სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში სწავლების  ECTS-სისტემაზე დაყრდნობით.
2.    ჰემატოლოგიის სწავლებისა და შეფასების შერეული და ელექტრონული  მეთოდების დანერგვისათვის რესურსების მომზადება და განახლება საბუნებისმეტყველო და მედიცინის სასწავლო პროგრამისთვის სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში.
3.    სამხრეთ კავკასიელი სპეციალისტების პროფესიული ტრენინგი ევროპულ  უნივერსიტეტებში ჰემატოლოგიის სწავლების თანმედროვე  მეთოდების ათვისებისათვის..
4.     კავკასიის რეგიონალური პლატფორმის დაფუძლება ჰემატოლოგიის დარგში.
5.    ხარისხის კონტროლის და ეფექტური მართვის უზრუნველყოფა პროექტის განხორციელების პერიოდში.
6.    პროექტის შედეგების გავრცელება მისი შემდგომი მდგრადი განვითარებისთვის.  
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ პროექტის შედეგები დადებითად აისახება როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეზე და ჯანდაცვის სისტემაზე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე მთლიანად შეცვლის ჰემატოლოგიის სწავლებისადმი მიდგომებს რეგიონში, უზრუნველყოფს პროფესიონალთა გადამზადებას და ხელს შეუწყობს რეგიონალურ თანამშრომლობას.