დიდი ბრიტანეთი ვესტმინსტერის უნივერსიტეტი (UoW) დღიდან დაარსებისა, 1838 წელს, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი ინარჩუნებს ინოვაციური ტექნოლოგიების საზოგადოებისთვის დემონსტრირების ტრადიციას და სთავაზობს კვალიფიკაციის პორტფელს შემდეგ სფეროებში: საინჟინრო, სამეცნიერო, სავაჭრო, არქიტექტურა, შემოქმედებითი ხელოვნება, ენები და სამართალი, სადაც აქცენტი კეთდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მკაცრი აკადემიური მმართველობა და პრინციპების ერთგულება აღნიშნული იქნა გაერთიანებული სამეფოს ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2010 წელს. ვესტმინსტერის უნივერსიტეტის წარმატებამ 2008 წლის კვლევის შეფასებაში (RAE) ხელახლა დაადასტურა და გაამყარა მისი, როგორც კვლევაში საპატიო პარტნიორის პოზიცია, 20 დარგობრივ სფეროში მის მიერ წარდგენილი ნაშრომების 80% მნიშვნელოვანია როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ვესტმინსტერის უნივერსიტეტი არის მრავალფეროვანი, ძლიერი, პროფესიული სასწავლო გარემოთი და განთავსებულია ლონდონის გულში. ვესტმინსტერის უნივერსიტეტში ხელი ეწყობა ინოვაციებსა და შემოქმედებითობას. ის ცნობილია თავისი პრაქტიკაში განხორციელებული კვლევებით, ინტერნაციონალიზმით, დასაქმებით და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული აზროვნებით.
პროექტის კოორდინატორი: დოქტორი ნინა ფორაქიშვილი 115 ახალი კავენდიშის ქუჩა ლონდონი W1W 6UW დიდი ბრიტანეთი ტელ: +44 7911 5000 x 64144, +44 7776391577 ფაქსი: +44 207 911 5087 ელ-ფოსტა: porakin@westminster.ac.uk
პროექტის ადმინისტრატორი: მაკა ბაქრაძე 115 ახალი კავენდიშის ქუჩა ლონდონი W1W 6UW დიდი ბრიტანეთი ტელ: +44 7911 5000 x 64144, +44 7787546511 ფაქსი: +44 207 911 5087 ელ-ფოსტა: M.Bakradze1@westminster.ac.uk
იტალია ფერარას უნივერსიტეტი (UNIFE) UNIFE ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია იტალიაში. იგი დაარსდა 1391 წელს და დღეისათვის ჰყავს 17.800 სტუდენტი, 646 პროფესორი და მკვლევარი, 378 დოქტორანტი და 563 ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი. UNIFE გააჩნია გამორჩეული საერთაშორისო ხასიათი, იგი ამყარებს პრივილეგირებულ და თანამშრომლურ ურთიერთობებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა ორგანიზაციებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რამდენიმე უნივერსიტეტთან მრავალმხრივი თანამშრომლობის მიზანია სამეცნიერო კომპეტენციისა და გამოცდილების პირდაპირი გაზიარება, ასევე ინოვაციური პროექტების განხორციელება საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში. UNIFE არის რამდენიმე პრესტიჟული კვლევისა და სერვის ცენტრების შტაბ-ბინა, სადაც მიმდინარეობს მაღალი დონის და მოწინავე კვლევითი სამუშაოები, რომელთაც განიხილავენ საერთაშორისო კონტექსტში. საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ცენტრის მეშვეობით, UNIFE ხელს უწყობს, აკავშირებს და ახორციელებს სამეცნიერო, დიდაქტიკურ, კულტურულ, ტექნოლოგიური ინოვაციების და სხვა პროექტებს განვითარებად ქვეყნებში. საკონტაქტო პირი: მარიანი გულიელმო სავონაროლის ქუჩა 9 ფერარა, ემილია-რომანია 44122 იტალია ტელ: +39 3483 026196 ფაქსი: +39 0532 293031 ელ-ფოსტა: guglielmo.mariani189@gmail.com
რომის უნივერსიტეტი II "Tor Vergata" (UNITOV) რომის უნივერსიტეტი II, ასევე ცნობილი როგორც რომის უნივერსიტეტი ტორ ვერგატა, დაარსდა 1981 წელს. მისი მიზნია მაღალი ხარისხის განათლების მიცემა სტუდენტებისთვის და მათ მომზადება იმ დონეზე, რომ მათ შეძლონ და დააკმაყოფილონ 21-ე საუკუნეში არსებული სამუშაო ძალის მუდმივად ცვალებადი მოთხოვნები და შესაძლებლობები. მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა, UNITOV-მა უკვე მიაღწია მაღალი ხარისხის სტანდარტებს იტალიასა და ევროპაში. უნივერსიტეტი აერთიანებს ლიბერალური ხელოვნების ტრადიციას და აქცენტს აკეთებს კარიერის ორიენტაციაზე ეკონომიკის, საინჟინრო, მეცნიერებათა და მედიცინის სფეროში. მას ჰყავს დაახლოებით 44.000 სტუდენტი, 1571 პროფესორ-მასწავლებელი, 1066 ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი, და საერთო ჯამში სთავაზობს 126 საბაკალავრო პროგრამას, 120 სამაგისტრო პროგრამას და 79 სადოქტორო პროგრამას. კვლევები ტარდება 27 ფაკულტეტზე და 27 შიდა საფაკულტეტო კვლევით ცენტრებში. UNITOV ხვეწავს კვლევისა და სწავლების მეთოდებს. UNITOV-ში, სწავლების ხარისხი დამოკიდებულია უნივერსიტეტიში მიმდინარე კვლევებზე და მთელი სასწავლო გამოცდილება ეფუძნება მეცნიერების მოწინავე სფეროებს.
საკონტაქტო პირი: კოკო ფრანჩესკო ორაციო რაიმონდოს ქუჩა 18 რომი, ლაციო 00173 იტალია ტელ: +39 06 72592555 ფაქსი: +39 06 7236605 ელ-ფოსტა: francesco.lo.coco@uniroma2.it
ესპანეთი მურსიის უნივერსიტეტი (UMU) მიუხედავად იმის, რომ მისი წარმოშობა თარიღდება მეცამეტე საუკუნით, მურსიის უნივერსიტეტი დაარსდა 1915 წელს, რაც მას ხდის მეათე უძველეს უნივერსიტეტად ესპანეთში. მურსიის უნივერსიტეტის ასი წლის იუბილესთან მიახლოება მას მატებს ისტორიულ გამოცდილებას და ტრადიციების ერთობას თანამედროვე მიმართულებებთან ერთად. სწავლების მიმართ უნივერსიტეტის მიდგომაა, რათა სტუდენტმა გააცნობიეროს მისი ვალდებულებები სოციალური გარემოს მიმართ. სორბონისა და ბოლონიის დეკლარაციების მიხედვით, ევროპის უნივერსიტეტებში დაიწყო შეუქცევადი პროცესი საერთო უმაღლესი განათლების სფეროს განვითარების მიმართულებით, რაც დასრულდება ევროპაში განათლების დამკვიდრებით. მურსიის უნივერსიტეტმა ამ პროცესში თავიდანვე აქტიური როლი ითამაშა. უნივერსიტეტის კარი ღიაა სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებისათვის, რომელთაც სურთ მიიღონ აკადემიური ან სამეცნიერო-სასწავლო გამოცდილება მურსიის უნივერსიტეტში. მურსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ცნობილია მოწინავე კურსებით და კვლევის შესაძლებლობებით ჰემატოლოგიაში.
საკონტაქტო პირი: ვისენტე გარსია ტენიეტე ფლომესტას ქუჩა 5 მურსია, მურსიის რეგიონი 30003 ესპანეთი ტელ: +34 968 369500 ფაქსი: +34 868 884150 ელ-ფოსტა: vvg@um.es
სომხეთი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU) ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ესუ) არის მთავარი სახელმწიფო უნივერსიტეტი სომხეთში და ჰყავს 13,000 სტუდენტი, რომლებიც სწავლობენ 22 ფაკულტეტზე. რამდენიმე წლის წინ, ესუ-მ დაიწყო ბაკალავრისა და მაგისტრის პროგრამები და შეუერთდა ბოლონიის შეთანხმებას 2009 წელს. ესუ-ს გააჩნია 37 ქვეყანაში არსებულ 120 უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან, მათ შორის ევროპის და ევრაზიისა და საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოციაციებთან და უმაღლესი განათლების ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციასთან. 2011 წელს, ესუ-ს მიერ შემოთავაზებული ხარისხები წარმატებით იქნა ლიცენზირებული სომხეთში, როგორც ეროვნული აკრედიტაციის სისტემის საპილოტე პროგრამა, ბოლონიის მოთხოვნების შესაბამისად. ესუ-ში არსებობს IT სასწავლო და კვლევითი ცენტრი, სადაც ხდება ტრენინგი IT ტექნოლოგიებში, რათა შეიქმნას და გაიშვას საინფორმაციო სისტემები, რომელთა მიზანია შიდა საუნივერსიტეტო განათლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მართვა. ესუ ამჟამად აქცენტს აკეთებს ინოვაციური სწავლების ტექნოლოგიების განვითარებაზე, რაც ეფუძნება ონლაინ სწავლასა და შერეულ მეთოდებს.
საკონტაქტო პირი: სუსანა სააკიანი ალექს მანუგიანის ქუჩა 1 ერევანი 0025 სომხეთი ტელ: +374 10 555240 ფაქსი: +374 10 554641 ელ-ფოსტაl: sus_sah@yahoo.com
მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (YSMU) ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (ესსუ) არის სომხეთში მთავარი სამედიცინო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ეს უნივერსიტეტი ასწავლის სამედიცინო სტუდენტებს და ხელახლა ამზადებს სამედიცინო პერსონალს უწყვეტი განათლების პროგრამის ფარგლებში არა მარტო სომეხ სტუდენტებს, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებსაც, როგორიცაა ირანი, სირია, ლიბანი და ა.შ. ესსუ შეტანილია სამედიცინო სკოლების მსოფლიო კატალოგის ჩამონათვალში, რომელიც გამოცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. 2000 წლიდან ესსუ გაწევრიანებულია რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებში: უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია, მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია და გლობალური უნივერსიტეტების დისტანციური განათლება (GUIDE ასოციაცია).
საკონტაქტო პირი: ასთღიკ მარკოსიანი კორიუნის ქუჩა 2 ერევანი 0025 სომხეთი ტელ: +374 10 547263 ფაქსი: +37410 58 25 32 ელ-ფოსტა: astghik.markosyan@meduni.am
პროფესორ რ.ჰ. ეოლიანის სახელობის ჰემატოლოგიის ცენტრი (HC) ცენტრი დაარსდა 1947 წელს სისხლის გადასხმის მომსახურების საფუძველზე, ეს ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაარსდა მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით. მას შემდეგ, ინსტიტუტი გახდა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო და კლინიკური ცენტრი და წამყვან როლს ასრულებდა რესპუბლიკაში სისხლის გადასხმის მომსახურების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ამჟამად, ცენტრს გააჩნია სხვადასხვა ჰეპატოლოგიის კურსები, რომელსაც სთავაზობს ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომელთაც გააჩნიათ სამეცნიერო ხარისხი და რომელთაც სურთ ჰქონდეთ დამატებითი სპეციალიზაცია ჰემატოლოგიაში, ონკოჰეპატოლოგიასა და სისხლის გადასხმაში. ესსუ-სა და ჰემატოლოგიურ ცენტრს შორის მჭიდრო კავშირებია სამედიცინო და კლინიკური ჰემატოლოგიის სწავლებისა და ტრენინგის კუთხით. საკონტაქტო პირი: კარენ მელიქსეტიანი 7 ჰრაჩია ნერსისიანის ქუჩა ერევანი 0014 სომხეთი ტელ: +374 10283800 ფაქსი: +374 10284478 ელ-ფოსტაl: kmeliksetyan@gmail.com
საქართველო ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU) თსუ ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1918 წელს, სადაც განათლების სისტემამ განიცადა ღრმა რესტრუქტურიზაცია ბოლონიის პროცესების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 2005 წელს, თსუ შეუერთდა ბოლონიის დეკლარაციას სხვა წამყვან ქართულ უნივერსიტეტებთან ერთად. დაახლოებით 27,000 სტუდენტი სწავლობს ამჟამად თსუ-ში. თსუ წამყვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელების აქტიური წევრია და ამაყობს თავისი ცნობილი კურსდამთავრებულებით, პროფესორებითა და მეცნიერებით და რომლებმაც წარმატებული ინტეგრაცია მოახდინეს ევროპულ საზოგადოებაში და მოიპოვეს აღიარება მსოფლიოს მასშტაბით. იმისთვის რათა უნივერსიტეტი უფრო მოთხოვნადი გახდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, ამისთვის უნივერსიტეტმა უნდა შექმნას ისეთი ახალი პროდუქტები და სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის მდგრადობასა და დამოუკიდებლობას. თსუ არის ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც გთავაზობთ ჰემატოლოგიის სწავლებას არა მხოლოდ ბიოლოგის ბაკალავრის ხარისხით და სამედიცინო სასწავლო პროგრამებით, არამედ ბაკალავრის ხარისხით ჰემატოლოგიაში.
საკონტაქტო პირი: ნინო ჭიკაძე ჭავჭავაძის გამზ. 1 თბილისი 0179 საქართველო ტელ: +995 579033003, +995 32 237 2046 ფაქსი: +995 32 222 5107 ელ-ფოსტა: chikadze@gmail.com
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TESAU) თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა როგორც მასწავლებელთა პროფესიული ინსტიტუტი 1924 წელს და 1999 წლიდან იგი წარმოადგენს მრავალპროფილიან სამეტაპიან უნივერსიტეტს. დაახლოებით 2000 სტუდენტი სწავლობს თესაუში. უნივერსიტეტის ფარგლებში ფუნქციონირებს ხუთი სკოლა. საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მიერ განხორციელებული უახლესი რეფორმების გათვალისწინებით, რის შედეგადაც 2005 წელს გახდა ბოლონიის პროცესის წევრი. უნივერსიტეტის მისიაა მაღალი ხარისხის სწავლება, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღზრდა, რაც მიიღწევა მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო/ კვლევითი პროგრამების შეთავაზებით, რომლებიც ორიენტირებულია კაცობრიობის იდეალებსა და ევროპულ ერთობლივ საგანმანათლებლო სივრცეზე. თესაუს მიზნებია: სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლება; სამეცნიერო-კვლევითი გარემოს გაუმჯობესება; სასწავლო და სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობის განვითარება; არსებული სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია და ახალი საგნების ელექტრონული სწავლება; სტუდენტის შეფასების მეთოდებისა და კრიტერიუმების რესტრუქტურიზაცია.
საკონტაქტო პირი: მაგდა დავითაშვილი ქართული უნივერსიტეტის ქუჩა 1 თელავი 2200 საქართველო ტელ: +995 350 272401 ფაქსი: +995 350 272401 ელ-ფოსტა: magdadav@gmail.com
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (TMA) თბილისის სამედიცინო აკადემია დაარსდა 20 წლის წინ და 1200-ზე მეტი სტუდენტი ყავს. ამჟამად თსა ახორციელებს ორ საგანმანათლებლო პროგრამას მედიცინისა და სტომატოლოგიაში, გააჩნია თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი შვილობილი კლინიკები, საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა, სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტის მედიცინის ცენტრი, სტუდენტური ცენტრი კლინიკური და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად და კარგი ბიბლიოთეკა. თსა არის ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის წევრი (AMEE) და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის წევრი (EMSA). თსა თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან - WHO AVICENNA და განათლების კომისიასთან (ECFMG) და უკვე გააფორმა ხელშეკრულება გაცვლითი პროგრამების შესახებ რამდენიმე ევროკავშირის, აშშ და აზიის უნივერსიტეტებთან. თსა-ს კურსდამთავრებულებს შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა რეზიდენტურაში როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. თსა განსაკუთრებით მოწადინებულია კურსის ფორმატი და მიწოდება შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და სურს წარმოგიდგინოთ ჰემატოლოგიის სწავლების ახალი და ადრინდელი მოდულები.
საკონტაქტო პირი: ლალი მეკოკიშვილი ქათევან წამებულის გამზ. 52/2 თბილისი 0144 საქართველო ტელ: +995 350272333; +995 599 1014 69 ფაქსი: +995 32 2747134 ელ-ფოსტა: laliuniderma@yahoo.de
აზერბაიჯანი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU) ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) შეუერთდა ბოლონიის შეთანხმებას 2005 წელს. იგი არის წამყვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი აზერბაიჯანში. ბსუ-ს ჰყავს 18,000-ზე მეტი ადგილობრივი 1400 უცხოელი სტუდენტი, რომლებიც სწავლობენ 16 ფაკულტეტზე, 55 საბაკალავრო და 153 სამაგისტრო ხარისხის პროგრამაზე. ბსუ-მ დადო ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება 46 მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან. მას გააჩნია ძლიერი ტრადიცია დისტანციური და ელექტრონული მეთოდებით სწავლების. IT მეთოდოლოგია (ტელევიზორი და DVD) ასევე გამოყენებულია შეფასებებისას. ბიოლოგიის ფაკულტეტი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული აუდიტორიებით და Wi-Fi-თ, და თანამშრომლები უკვე გადამზადებულები არიან საინფორმაციო ტექნოლოგიებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უნივერსიტეტების მეშვეობით ტემპუსის წინა პროექტების ფარგლებში. ბსუ-ს ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ჰემატოლოგიაში, ბიოლოგიის/ბიოქიმიის ხარისხით ახალი სასწავლო პროგრამებისა და სწავლების პაკეტების მეშვეობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სწავლების ხარისხი და სტუდენტური დასაქმება ბსუ-ში.
საკონტაქტო პირი: აკიფ გულიევი ზ.ხაილილოვის 23 ბაქო AZ 1148 აზერბაიჯანი ტელ: +994 12 5372443 ფაქსი: +994 12 2103587 ელ-ფოსტაl:biochem@mail.az
აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი (AMU) აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი ბოლონიის პროცესს შეუერთდა რამდენიმე წლის წინ და ჰყავს 15,000 სტუდენტზე მეტი. იგი არის მთავარი სამედიცინო უნივერსიტეტი აზერბაიჯანში, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნული ჯანდაცვის პროფესიონალების სწავლებაზე, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ასუ-ს სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესებული არიან განათლების გაგრძელებით შერეული და ელექტრონული სწავლების მეთოდების გამოყენებით. უნივერსიტეტს აქვს ძლიერი IT განყოფილება, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ონლაინ მხარდაჭერა. ასევე არსებობს კომპიუტერული კლასტერი, რომელიც კარგადაა აღჭურვილი წინა ტემპუსის პროექტებით. ასუ-ს ჰყავს კვალიფიციური და კარგად მომზადებული კადრები, ზოგიერთი მათგანი დასაქმდება სპეციალურად ამ პროექტის განხორციელებისთვის. ამჟამად არ არსებობს ჰემატოლოგიის სპეციალიზებული სწავლება ან მოდული ასუ-ს სამედიცინო სასწავლო გეგმაში, და ასუ-მ წამოიწყო ეს პროექტი სამხრეთ კავკასიაში, რათა გამოესწორებინა სამედიცინო განათლებაში არსებული ეს ხარვეზი.
საკონტაქტო პირი: დილარა ახუნდოვა ბაკიხანოვას ქუჩა 23 ბაქო AZ 1022 აზერბაიჯანი ტელ: +994 12 953566 ფაქსი:+994 12 983870 ელ-ფოსტა: oxfar@yahoo.com
|
|