ტრენინგი სამედიცინო ჰემატოლოგიაში , მურსია, თებერვალი 2015                                                                                            

2015 წლის 1–15 თებერვალს, მურსიის უნივერსიტეტში შედგა  ტრეინინგი სამედიცინო ჰემატოლოგიაში. ტრენინგის მიმდინარეობის პერიოდში მურსიის უნივერსიტეტს ესტუმრნენ პროექტის კოორდინატორები ვესტმინსტერის უნივერსიტეტიდან.  ვიზიტის ფარგლებში კოორდინატორები შეხვდნენ მურსიის უნივერსიტეტის რექტორს ხოსე ორუელა კალატაუდს, საერთაშორისო საქმეთა განყოფილების ხელმძვანელს მატიას ბალიბრეას, საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძვანელს  რაკელ გრას და  უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებს. დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ მურსიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდს - University of Murcia და ასევე ჩვენს ფოტოგალერეას.  

ტრენენგის პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ 

      

 

ტრენინგი საბუნებისმეტყველო ჰემატოლოგიაში , ლონდონი

პროექტის ფარგლებში, 2014 წლის დეკემბერში, ლონდონში ჩატარდა ტრენინგი, რომლის მიზანიც იყო დელეგატებისათვის ჰემატოლოგიის სწავლების მეთოდების შერჩევის პრინციპების გაცნობა.  თავის მხრივ დელეგატებმა, ევროპელ ექსპერტებს გააცნეს თუ როგორ მიმდინარეობს მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით სასწავლო პროგრამების და  სილაბუსების განახლება და ასევე მიიღეს დამატებითი კონსულტაციები მუშაობის პროცესში გაჩენილ კითხვებზე.  დელეგატებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ლექციებს, მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ მეცადინეობებში და ტუტორიალებში. ტუტორიალებზე დელეგატებმა განიხილეს და იმსჯელეს  სწავლებისა და შეფასების სხვადახვა მეთოდზე, თითოეული მათგანის ძლიერ და სუსტ მხარეებზე და სასწავლო კურსის შემუშავებისას მათ პრაქტიკულად გამოყენებაზე. განხილულ საკითხებს შორის იყო სწავლის მეთოდის შერჩევა კლასში სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით, შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, სტუდენტების ჩართვა სამეცნიერო და პრაქტიკულ ჰემატოლოგიაში ისეთი ხერხებით, როგორებიცაა: კლინიკური შემთხვევების განხილვა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, ვარჯიში მონაცემთა ანალიზში და სხვა. ტრენინგის დამთავრების შემდეგ, დელეგატებს, მეცნირებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ჯეინ ლუისმა სერტიფიკატები გადასცა. ტრენინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: