თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც რეგიონული საქმიანობის მაკოორდინირებელ უნივერსიტეტში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო:
ა) სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტების სამედიცინო და საბუნებისმეტყველო სასწავლო პროგრამებში არსებული ჰემატოლოგიის კურსების დახვეწის და იქ, სადაც საჭიროა ახალი კურსის შემუშავების პროცესი;
ბ) ჰემატოლოგთა ევროპულ ასოციაციასა და საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ჰემატოლოგთა ასოციაციებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარება;
გ) სამხრეთ კავკასიაში ჰემტოლოგთა სასწავლო პლატფორმის დაფუძნება;
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ ნინო ფორაქიშვილი, მაიკლ გორჯი, გუგლიელმო მარიანი და პიტერ ლიდიარდი. ხოლო დამსწრეთა შორის იყვნენ დელეგატები იტალიიდან , ესპანეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. აღნიშნული შეხვედრის შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ პროექტის მთავარ ვებგვერდზე
დელეგატები ასევე ეწვივნენ თბილისის სამედიცინო აკადემიას (თსა). თსა-ში გამართულ ღონისძიებებზე ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ თსა-ს ვებ გვერდს
|