პროექტის მიმოხილვა

სასწავლო კომიტეტები


•    დასაწყისში, დაფუძნდება ადგილობრივი სასწავლო კომიტეტები, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ წამომადგენლები მთელი კონსორციუმიდან. აღნიშნული სასწავლო კომიტეტები გაანალიზებენ და შეაფასებენ არსებულ სასწავლო პროგრამებს მათ შინარსის, სწავლების მეთოდების და საშუალებების  ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით. ამგვარი შედარების შედეგად შესაძლებელი იქნება ჰემატოლოგიის სასწავლო კურსების ოპტიმიზაცია, მათი განახლება, ახალი კურსების შექმნა, სწავლების და შეფასების მეთოდების დახვეწა სამხრეთ კავკასიაში.
•    სასწავლო კომიტეტებში გაერთიანებიან ექსპერტები ევროპის და სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებიდან, ადმინისტრატორები, სტუდენტები და მრჩევლები ნაციონალური განათლების სამინისტროებიდან.  სწორედ სასწავლო კომიტეტები იქნებიან ძირითადი დასაყდენი პროექტის განხოორციელებისას,  ეს იქნება მეცნიერთა საერთაშორისო ცენტრი და სადისკუსიო პლატფორმა, კომიტეტების მიერ განხილულ საკითხებს შორის იქნება ჰემატოლოოგიის განთავსების ადგილი საბუნებისმეტყველო და სამედიცინო საასწავლო პროგრამებში, კრედიტების რაოდენობა, მოდულის სტრუქტურა, შინაარსი და სილაბუსები, პრაქტიკული მეცადინეობები, სწავლების და შეფასების მეთოდები, სასწავლო მასალები.  დასკვნით ანაგარიშში ასევე შევა სტუდენტების მოსაზრებებები და მრჩეველთა რეცენზიები.
•    სასწავლო კომიტეტების მიერ განისაზღვრება საბუნებისმეტყველო და სამედიცინო ჰემატოლოგიის სასწავლო პროგრამის თუ რა ნაწილის გამოყენებაა უმჯობესი თითოეული უნივერსიტეტის ინდივიდულურ კურიკულუმში. ეს იქნება ჰემატოლოგიის მოდული ბიოლოგიის  საბაკალავრო პროგრამაში (თსუ, თესაუ, BSU და YSU) და ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამაში (თსუ), საბუნებისმეტყველო კურიკულუმების რესტრუქტურიზაციას უხელმძღვანელებს UOW, სამედიცინო ჰემატოლოგიის სასწავლო პროგრამა  სჭირდება  თსუ სამედიცინო სკოლას,, თესაუს სტომატოლოგიის TMA-ს, YSMU-ს და ჰემატოლოგიის ცენტრს. AMU-ს რომლის ინიციატივითაც შეიქმნა პროექტი სურს, რომ ახლად შეიტანოს ჰემატოლოგია არსებულ სამედიცინო კურიკულუმში. სამედიცინო კურიკულუმების შემუშავების პროცესს ეროვნული და რეგიონული მოთხოვნების გათვალისწინებით  და მათზე მორგებით   უხელმძღვანელებს UNIFE, UNITOV და UMU.

კურიკულუმის განვითარება

•    კურიკულუმის თემატური შემადგენლობის განსაზღვრა მოხდება კავკასიის თითოეული უნივერსიტეტის სურვილის და ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. პარალელური კურსებისათვის შემუშავებული მოდულები მსგავსი იქნება, თუმცა  სამედიცინოს  სტუდენტებისთვის  მეტი ყურადღება დაეთმობა კლინიკურ ნაწილს. ხოლო საბუნებისმეტყველო დარგის სტუდენტებისთვის კი უჯრედულ და მოლეკულურ მექანიზმებს.
•    სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში ჰემატოლოგიის კურიკულუმის რესტრუქტურიზაციის საკითხი იქნება ფართო ფორმატის განხილვის საგანი რეგულარული სამუშაო შეხვედრების დროს. აღნიშნული საკითხის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს კონსორციუმის ყვე;ლა წევრი და ასევე  სხვა ადგილობრივი საგანმანათლებლო  ინსტიტუტები. პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში კონსორციუმი მუდმივ კონსულტაციებში იქნება ეროვნული განათლების სამინისტროს მრჩევლებთან და ექსპერტებთან  და ასევე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებთან, რათა მათგან იქონიოს ოფიციალური მხარდაჭერა სასწავლო პროგრამებში შესატანი დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებაში.  
•    სასწავლო კომიტეტები თავიდაპირველად დეტალურად დაგეგმავენ, ხოლო შემდეგ შეუდგებიან კურიკულუმებზე მუშაობას.  კომიტეტები საჭიროების მიხედვით მოახდენენ არსებული კურსების მოდიფიცირებას და მოთხოვნებზე მორგებას, ან შეადგენენ ჰემატოლოგიის ახალ კურსს ასევე მოთხოვნებზე მორგებული სტრუქტურით, სილაბუსებითა და შეფასების მეთოდებით. საბოლოო პროდუქტი წარმოდგენილი იქნება ერთიანი პაკეტის სახით, რომელშიც შევა სასწავლო მასალა, სასწავლო პროგრამა გადანაწილებული კრედიტებით და კურსის სტრუქტურა განახლებული და მოთხოვნებზე მორგებული იქ სადაც ჰემატოლოგია ისწავლებოდა, ან ახლად შემუშავებული იმ უნმივერსიტეტებისათვის სადაც ეს კურსი მოცემული პროექტის შედეგად უნდა დაინერგოს.
•     სამხრეთ კავსასიის უნივერსიტეტებში ჰემატოლოგიის სწავლების მოდერნიზების პროცესში შემდეგი ნაბიჯი იქნება ელექტრონული სწვლების და შეფასების მეთოდების დანერგვა. ამისათვის თითოეულ უნივერსიტეტში განახლდება ელექტრონული სწავლებისათვის საჭირო აპარატურა IT დეპარტამენტის თანამშრომლების და ევროპელი კოლეგების კონსულტაციების გათვალისწინებით.

სწავლების შერეული მეთოდიკა

•    სასწავლო კომიტეტის წევრები სასწავლო მასალის შერეული სწავლების ფორმატში და ელექტრონული სწავლების ფორმატში გადაყვანისას იხელმძღვანელებენ როგორც თავიანთი, ასევე ევროპელი კოლეგების გამოცდილებით. ელექტრონული სასწავლო კურსები შეიქმნება ინგლისურ და ადგილობრივ ენებზე. ორენოვანი კურსის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან მონაწილე კავკასიის უნივერსიტეტებში სწავლება ძირითადად მშობლიურ ენებზე მიმდინარეობს და აუცილებელია ამ პროცესის მხარდაჭერა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად მატულობს ინგლისურენოვანი კურსების რიცხვი, განსაკუთრებით ეს ეხება სამედიცინო ხარისხის მისაღებ კურსებს, რომლებიც ადგილობრივთან ერთად უცხოელ სტუდენტებსაც ემსახურება. აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისურენოვანი კურსების არსებობა მნიშვნელოვანია პროექტის შემდგომი განვითარებისთვისაც, რადგან ჩვენ შეგვეძლება მათი შეთავაზება სხვა უნივერსიტეტებისათვის, რომლებიც არ არიან ამჟამად კონსორციუმის წევრები.
•    სასწავლო მასალები განთავსდება ვირტუალურ სასწავლო გარემოს პლატფორმებზე (უმეტეს შემთხვევაში მუდლი). მასალებს შორის იქნება- გახმოვანებული პრეზენტაციები, ვიდეოები, პოდკასტები და სხვა. ვიმედოვნებთ, რომ სასწავლო მასალების ნაწილი მორგებული იქნება სმარტფონებისა და ტაბლეტური კომპიუტერების პროგრამებზე.  ჩვენ ასევე ვაპირებთ შევქმნათ ონ-ლაინ შეფასების პაკეტები, რომელში შევა სხვადასხვა ტიპის ტესტები, საკურსო ნაშრომის ჩაბარება და ა. შ. კონვერტირების ხარისხის შეფასებაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.  სასწავლო მასალები, როგორც ინგლისურ, ასევე მშობლიურ ენებზე განთავსდება უნივერსიტეტების ინდივიდუალურ ვებ-გვერდებზე.

ტრენინგი

•    ჰემატოლოგიის სწავლების მეთოდოლოგიაში ტრენინგი ჩაუტარდებათ სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტების პედაგოგებს ევროკავშირის პარტნიორ უნივერსიტეტებში.  ტრენინგი ჩატარდება სტუდენტზე ორიენტირებული, შერეული, ელექტრონულ მასალის გამოყენებით სწავლების მეთოდებში და შესაბამის პედაგოგიურ მიდგომებში. ტრენინგი მოიცავს სასწავლო ლექციებს, სემინარებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს. მონაწილეები ასევე გაეცნობიან პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ფორმატს. ტრენინგი საბუნებისმეტყველო დარგში ჰემატოლოგიის სწავლებისათვის ჩატარდება ვესტმინსტერის უნივერსიტეტში, ხოლო კლინიკური ჰემატოლოგიის სწავლების ტრენინგს უზრუნველყოფს UNIFE, UNITOV და UMU.
•    ტრენინგის კონკრეტული ამოცანები განისაზღვრება სამუშო შეხვედრებზე მსჯელობებისას და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან კონსულტაციების შედეგად.  მას შემდეგ რაც ტრენინგის მონაწილეები დაბრუნდებიან საკუთარ უნივერსიტეტებში ისინი მიღებულ ცოდნას გადასცემენ კოლეგებს. ეს იქნება-  კომუნიკაციის მეთოდები, ჯგუფების ორგანიზება, მსჯელობები, ონ-ლაინ ტესტები თუ მრავლობითი არჩევანის კითხვები,  საკურსოს ჩაბარება ონ-ლაინ და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შეზღუდული შესაძლებლობების სტუდენტებს.

კავკასიის რეგიონული პლატფორმა ჰემატოლოგიაში (CARPH)

•    ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები, ტესტირების საფუძველზე, მიიღებენ სერტიფიკატებს, რომლებიც აღიარებული იქნება მათი უნივერსიტეტების ადმინისტრაციის მხრიდან. შემდგომში ტრენინგის მონაწილეები მონაწილეობას მიიღებენ თითოეულ უნივერსიტეტში, ადგილობრივ ჰემატოლოგიის ინსტიტუტებში და კავკასიის რეგიონული ჰემატოლოგიის პლატფორმის  (CARPH) ფარგლებში ორგანიზებული მიზანმიმართული, თემატური ტრენინგების ორგანიზებაში.
•    CARPH-ი იფუნქციონირებს როგორც რეგიონული ფორუმი, სადაც ექპერტებს პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებიდან და სხვა ჰემატოლოგთა საზოგადოებებიდან ექნებათ რეგულარული შეხვედრების საშუალება, შეეძლებათ იდეების გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და უკანასკნელი მიღწევების გაცნობა თეორულ, თუ პრაქტიკულ ჰემატოლოგიაში. CARPH-ი დაკავშირებული იქნება კავკასიის რეგიონულ ტრენინგის ცენტრთან იმუნოლოგიაში (CRITC), რომელიც თსუ-ში დაფუძნდა წინა ტემპუსის პროექტების განმავლობაში.  იგი აღიჭურვება ლაბორატორიული და ონ-ლაინ სწავლებისათვის საჭირო ხელსაწყოებით  და ტექნიკით.  CARPH-ი გახდება ძირითადი პლატფორმა ჰემატოლოგიის დარგში მომუშავე სპეციალისტების რეგიონული თანამშრომლობისათვის პროექტის დასრულების შემდეგ. ამასთანავე, CARPH-ი მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროპის ჰემატოლოგთა ასოციაციასთან (EHA).

ხარისხის უზრუნველყოფა

•    შემუშავებული კურიკულუმების დამტკიცება განხორციელდება ადგილობრივი რეგულაციების და თითოეული უნივერსიტეტის მიერ აპრობირებული სქემის მიხედვით. შემფასებლების და სტუდენტების მხიდან  კრიტიკული კომენტარების შემთხვევაში შესაბამისი  ქმედება დაუყოვნებელი იქნება.
•    ხარისხის უზრუნველყოფის და ხარისხის კონტროლის საკითხები განიხილება ყველა საკოორდინაციო და მენეჯერულ სამუშაო შეხვედრაზე.  ეს იქნება მენეჯერული სამუშაო შეხვედრების უცვლელი და ძირითადი საკითხი.  თითოეული უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ხარისხის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია შეფასებები როგორც კონსორციუმის წევრი, ევროპული უნივერსიტეტების გარეშე ექპერტების მიერ ასევე, ინგლისის, იტალიის და ესპანეთის სხვა უნივერსიტეტებში მოღვაწე სპეციალისტების მხრიდან. სტუდენტების მხრიდან შფასებისათვის კი შეიქმნება სპეციალური კითხვარები, რომელთა საშუალებითაც სტუდენტები გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს და გააკეთებენ შეფასებებს კურსის დასრულების შემდეგ. ექპერტებისა და სტუდენტების მხრიდან კრიტიკული შენიშვნების შემთხვევაში კოორდინატორთა ჯგუფი განიხილავს ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის საკითხებს და მიიღებს პრობლემის გადამჭრელ ზომებს. ხარისხის უზრუნველყოფაზე ზრუნვა გაგრძელდება პროექტის დასრულების შემდეგაც, თითოეული უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე კურსის მიმდინარეობის მონიტორინგის გზით.

პროექტის მართვა

•    უწყვეტი მენეჯმენტისათვის გამოყენებული იქნება სკაიპი, ვიდეო-კონფერენციები და ელექტრონული მიმოწერა. ყოველ სამ თვეში ერთხელ ჩატარდება რეგულარული ონ-ლაინ კონფერენციები კონსორციუმის ყველა წევრის მონაწილეობით. უნივერსიტეტების ვებ-გვერდები ასევე იქნება ინფორმაციების გაცვლის საშუალება.
•    მიზანმიმართული და ჯგუფური მენეჯმენტი მიიღწევა სამუშაო შეხვედრების სემინარების და ონ-ლაინ ვორქშოპების ორგანიზებით. თემატური სამუშაო შეხვედრები ფოკუსირებული იქნება კონკრეტული სამუშაო პაკეტის შესრულებაზე თითოეულ ინდივიდუალურ უნივერსიტეტში. ჯგუფური საკოორდინაციო შეხვედრები კი ჩატარდება წელიწადში ორჯერ. მასში მონაწილეობას მიიღებს კონსორციუმის ყველა წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი. აღნიშნული საკოორდინაციო შეხვედრები ჩატარდება მორიგეობით, კონსორციიუმის სხვადასხვა წევრ უნივერსიტეტებში. ჯგუფურ სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნება პროექტის მართვის საკითხები, შეფასდება რისკები და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები.  საბოლოო ჯგუფური სამუშაო შეხვედრა ჩატარდება თსუ-ში, სადაც შეჯამდება პროექტის შედეგად მიღებული საბოლოო შედეგები. პროექტის მართვის და კოორდინირებული მუშაობის სამივე ფორმა იქნება გამოყენებული ხარისხის კონტროლის დისემინაციის და მდგრადობის შენარჩუნებისათვის.