ი.ჯავახივილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუშაო გუნდი

ნინო გაჩეჩილაძე: დოქტორი ნინო გაჩეჩილაძე არის იმუნოლოგია/ მიკრობიოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. ის არის წარმატებული ლექტორი, ასწავლის შემდეგ დისციპლინებს: იმუნიტეტი ინფექციების მიმართ, ზოგადი და სამედიცინო მიკრობიოლოგია და ზოგადი იმუნოლოგია.   დოქტორ გაჩეჩილაძეს აქვს საერთაშორისო თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. ის არის   TEMPUS JEP-23070-2002, NP-2117, მულტიდისციპლინალური JEP 23070-2002, EU INTAS კვლევითი პროექტების მონაწილე. იგი ჩართულია Tempus-JPCR-158627 როგორც ადმინისტრაციული მენეჯერი. დოქტორი გაჩეჩილაძე უხელმძღვანელებს თსუ გუნდს.

ნინო ჭიკაძე: დოქტორი ნინო ჭიკაძე არის იმუნოლოგია/მიკრობიოლოგიის სასწავლო კვლევითი ლაბორატორიის გამგე. ის ასწავლის მაგისტრებს შემდეგ მოდულებს: ვაქცინების შექმნა და მიკრობული ვექტორების გამოყენება მედიცინაში. ის არის TEMPUS JEP-23070-2002, NP-2117, მულტიდისციპლინალური JEP 23070-2002, EU INTAS კვლევითი პროექტების მპნაწილე, ჩართულია Tempus-JPCR-158627 პროექტში. იგი ამ პროექტში კოორდინაციას გაუწევს რეგიონულალურ მიღწევების  დაარსებას (MICVLs) და დანეგვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თამარ ცერცვაძე: თამარ ცერცვაძე არის ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იმუნოლოგია/მიკრობიოლოგიის მიმართულების Phd სტუდენტი. ის კითხულობს შემდეგ დისციპლინებს, მაგისტრატურაში: იმუნოდიაგნოსტიკა და იმუნური კვლევის მეთოდები, მოლეკულური კვლევის მეთოდები იმუნოლოგიასა და მიკრობიოლოგიაში, ბაკალავრიატში: ბიოლოგიური ექსპერტიზა სასამართლო პრაქტიკაში. ის არის 2013 წლის მეცნიერთა მსოფლიო ფედერაციის სტიპენდიანტი. იგი კოორდინაციას გაუწევს რეგიონალურ განვითარებასა და მონაწილეობას მიიღებს განვითარების ვირტუალური სიმულაციური სცენარების შექმნაში  VMMLs.

ნუნუ მიცკევიჩი: დოქტორი ნუნუ მიცკევიჩი არის იმუნოლოგია/ მიკრობიოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. იგი ხელმძღვანელობს იმუნოპათოლოგიის და იმუნოთერაპიის, გენურ და მოლეკულური თერაპიის მოდულებს. დოქტორი მიცკევიჩი არის EU INTAS, TEMPUS-JEP-10207, NP-2117,  მულტიდისციპლინალური JEP-23070, და TEMPUS-JPCR-158627 პროექტების მონაწილე. დოქტორი მიცკევიჩი იქნება ჩართული განვითარების ვირტუალური სიმულაციური სცენარების შექმნაში VMMLs.

ნინო ამაღლობელი: ქალბატონი ნინო ამაღლობელი არის დოქტორი, იგი იმუნოლოგია/მიკრობიოლოგიის მიმართულებაზე მოწვეული პედაგოგია. 2009 წელს დაინიშნა  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ექსპერტად. მას მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგ საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებში: TEMPUS JEP-10207, NP-2117 მულტიპლინალური JEP 23070; ევროკავშირის INTAS პროექში (1999 - 2001). იმის გამო, რომ მას აქვს სამმაგი გამოცდილება უნივერსიტეტის ლექტორის, მკვლევარის და ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტისა, დოქტორი ამაღლობელი იქნება ჩართული განვითარების ვირტუალური სიმულაციური სცენარების შექმნაში VMMLs.

შოთა ბარბაქაძე: დოქტორი შოთა ბარბაქაძე არის თსუ-ს უფროსი სპეციალისტი.   პასუხისმგებელია ელექტრონულ სწავლებასა და ტექნოლოგიებზე, სისტემებისა და IT ადმინისტრირებაზე, მართვის სისტემებზე და მისი მოდიფიკაციებზე, ელექტრონული კურსის და ვებ დიზაინზე, კომპიუტერული გრაფიკა/ განცხადებები / ციფრული დამუშავება. ის ფლობს შემდეგ უნარები: MOODLE, სისტემების და სერვერის ადმინისტრაცია, ვებ დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფა, Microsoft Office, Fedora / Linux; Adobe პროგრამული უზრუნველყოფა (eLearning Suite / Acrobat Professional8 / Photoshop CS4/ PremierePro2.0); პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება: Camtasia Studio6/ SCORM packer/EXE/Pinnacle. ის პრაქტიკულად მიიღებს  მონაწილეობას,  განხორციელებს და დანერგავს VMML-ს თსუ-ში.

 

თამარ სულაძე არის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მიკრობიოლოგი, ელიავას სახ. ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და ბაქტერიოფაგების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, თსუ იმუნოლოგია/მიკრობიოლოგიის მიმართულების მოწვეული პროფესორი. იგი აქტიურად იქნება ჩართული ვირტუალური სიმულაციების სცენარების მომზადებაში.