ბრესტის (ბრეტანი) უნივერსიტეტის გუნდი

 

დოქტორი ჯან პიერ პენეკი არის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი UBO -ს უნივერსიტეტში. იგი ასწავლის მოდელირების ტექნიკას სამაგისტრო პროგრამა ბიოლოგიაში, ჩართულია ელექტრონული სწავლებაში და აწარმოებს Moodle პლატფორმის მოდულს. იგი გახლდათ წარმატებული პროექტის TEMPUS-JPCR-158627 მონაწილე.

 

დოქტორ პასკალ ბალეტი: დოქტორ პასკალ ბალლეტი არის კომპიუტერული მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი UBO -ს უნივერსიტეტში. მას შემუშავებული აქვს ალგორითმები, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურა და გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი  ბიოლოგიის სფეროში  უჯრედული მასშტაბით. მისი მუშაობის უპირატესობა სიმულაციური პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული ბიოლოგების (სტუდენტები და მკვლევარები) მიერ. ყველაზე მეტად მისი ნამუშევრები, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფა, ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში. დოქტორი ბალეტი მონაწილეობას მიიღებს სამედიცინო ვირტუალური ლაბორატორიების საპილოტე ვერსიის შექმნაში, თანამშრომლების ტრენინგში და ტექნოლოგიის გადაცემაში.

 

დოქტორი ვინცენტ როდინი მუშაობს  ორი მიმართულებით: ბიოლოგიური სისტემების მოდელირება და სიმულაციები და ბიოლოგიური გრაფიკა. დოქტორი  როდინი წარმატებით აკონტროლებს სამაგისტრო ნაშრომის სფეროში მოდელირებასა და ადამიანის ფიზიოლოგიური სისტემების სიმულაციებს   სამედიცინო კვლევით ლაბორატორიებთან თანამშრომლობით. იგი ჩართული იქნება პილოტური სამედიცინო მიკრობიოლოგიის ვირტუალური ლაბორატორიების შექმნაში და თანამშრომლების ტრეინინგში.

 

დოქტორი ალექსანდრა პრონვილე არის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის ასოცირებული პროფესორი UBO -ს უნივერსიტეტში. მას შემუშავებული აქვს ალგორითმები, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურა და გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი  ბიოლოგიის სფეროში. ჩვენ ვიმედოვნებთ რომ დოქტორი პრონვილე  ხელს შეუწყობს  ENAU  ჯგუფების ტრენინგს და შექმნის ვირტუალურ სამოდელო გეგმას.