dell’Aquila-ს უნივერსიტეტის გუნდი  (UNIVAQ) 

გუიდო მაკიარელი არის მედიცინის დოქტორი, ის  არის ჯანდაცვის მეცნიერებათა დეპარტამენტის და ელექტრონული მიკროსკოპიის ცენტრის დირექტორი. გუიდო მაკიარელი არის მორფოლოგიური მეცნიერებების საერთაშორისო სიმპოზიუმის ICSMS (International Committee of Symposia of Morphological Sciences ) გენერალური მდივანი, პრორექტორი IT და ელექტრონული სწავლებისპრორექტორი ლაქვილას უნივერსიტეტში. იგი 250 პუბლიკაციის ავტორია ელექტრონულ მიკროსკოპიასა და ბიოლოგიაში, გახლავთ 14 კონგრესისა და სიმპოზიუმის ორგანიზატორი, 6 საერთაშორისო საზოგადოების წევრი, ევროკაავშირის მრავალი საერთაშორისო  პროექტის, მათ შორის Tempus JPCR-158627, კოორდინატორი და თანამშრომელი. იგი კოორდინაციას გაუწევს UNIVAQ გუნდს და მონაწილეობას მიიღებს ამოცანების შექმნაში.

დოქტორი ჯოვანი დე გასპერისი არის კომპიუტერული და ინფორმაციის დამუშავების სისტემების, ელექტრონული სწავლების და IT ობიექტების და მომსახურებისსპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი, ავტორი სამეცნიერო პუბლიკაციებისა ვირტუალური სასწავლო და შემეცნებითი პროგრამების სფეროში. იგი ჩართულია კვლევით პროექტში FP7-Terence როგორც მენეჯერი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ადაპტური სისტემების დეველოპერი (http://www.terenceproject.eu), არის ასევე Tempus JPCR-158627 მონაწილე. დოქტორი დე გასპერისი ზედამხედველობას გაუწევს და განახორციელებს ვირტუალურ ლაბორატორიებს, პროგრამულ უზრუნველყოფას გაუწევს MICVLs. ის აგრეთვე უხელმძღვანელებს  ტრეინიგებს.

პროფესორი ანნა ტოცი არის გეომეტრიის ფაკულტეტის მეცნიერებათა პროფესორი და რექტორის მოადგილე. პროფესორი ტოცი არის ევროკავშირის და საერთაშორისო პროექტების მონაწილე, ავტორი და კოორდინატორი როგორიცაა 6 TEMPUS პროექტი 2000-2011, EC-Canada project: ATLANTIS, Grundtvig, INTERREG III A,B,C, ESF, Culture 2000, Daphne, INTERREG IVC, LLP ინტესიური პროგრამა, ერასმუს მუნდუს MATH-MODS, EMA2-TARGET, EMA2-TOSCA. პროფესორი ტოცი  მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და კვლევითი ჯგუფების ხელმძღვანელია. ის ხელს შეუწყობს პროექტის ხარისხის შეფასებას, მომზადებასა და დაგეგმვას.

დე ლუკა  პასუხისმგებელია კვლევის დეპარტამენტის ინტერნაციონალიზაციაზე. ის მხარს უჭერს სტუდენტების და პერსონალის მობილობას საერთაშორისო პროექტებში. კერძოდ, ის აწარმოებს პროექტების აპლიკაციებს და მენეჯმენტს, როგორიცაა მაგალითად ტემპუსი, ერასმუს მუნდუსი, FP7th. იგი ხელს შეუწყობს პროექტის მართვას ადმინისტრაციულ პროცესში.

ქალბატონი ლუდოვიცი  პასუხისმგებელია საერთაშორისო ურთიერთობებზე, დიდი გამოცდილება აქვს სტუდენტთა მობილობისა. მან უკვე ჩართო სხვა და სხვა  მომსახურების სერვისები უნივერსიტეტიში, როგორიცაა: ენის ცენტრი, SACS, Servizio studenti diversamente Abili, ხარისხის შეფასება ოფისში. ქალბატონი ლუდოვიცს  ექნება პროექტში მართვის როლი, განახორციელებს აკადემიური პერსონალის ტრეინინგს.