ვესტმინსტერის უნივერსიტეტის გუნდი

დოქტორი  ნინო ფორაქიშვილი (პროექტის კოორდინატორი)  ონკოჰემატოლოგიის და იმუნოლოგიის, მოლეკულური გენეტიკისა და მოლეკულური თერაპიის აღიარებული ექსპერტია, იგი გამორჩეულია მაღალი დონის სამეცნიერო პუბლიკაციებითა და სახელმძღვანელოებით. დოქტორი ნინო ფორაქიშვილი თავის სასწავლო მოდულებში ეფექტურად იყენებს სწავლების შერეულ მეთოდიკას, მათ შორის  ელექტრონულ და ვირტუალურ სასწავლო რესურსებს, ის გახლავთ  TSU, BSU და AMU ერთობლივი კურსის ლიდერი სამედიცინო მოლეკულურ ბიოლოგიაში. დოქტორი ფორაქიშვილი   პროფესორ ლიდიარდის, როგორც TEMPUS და INTAS პროგრამის კოორდინატორის მოადგილე გახლადათ 1995-2005 წლებში და იყო TEMPUS 158627 UK-JPCR -2010 პროექტის კოორდინატორი. აღნიშნული პროექტი 2012 წელს დაჯილდოვებულ იქნა წლის საუკეთესო საერთაშორისო თანამშრომლობისათვის  ,,Times Higher Education (THE)“ -ის მიერ.

პროფესორი პიტერ ლიდიარდი (ვიცე -კოორდინატორი)  გახლავთ იმუნოლოგიისა და  ჰემატოლოგიის  წამყვანი ექსპერტი, 150 სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მან ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (UCL) 40 წელი იმოღვაწევა და ამჟამად არის ლონდონის უნივერსიტეტის (UCL), ვესტმინსტერის უნივერსიტეტის, სენტ ჯორჯის უნივერსიტეტების ემერიტუსი  (ლონდონი) და დარტმუთის კოლეჯის (აშშ) ემერიტუსი პროფესორი. პროფესორი ლიდიარდი ელექტრონულ სწავლებაში განხორციელებული ინოვაციური მეთოდების მხრივ ყოველთვის მოწინავეთა რიგებშია. იგი 1995-2005წწ გახლდათ სამხრეთ კავკასიასი განხორციელებული TEMPUS და INTAS პროექტების კოორდინატორი და მჭიდრო კავშირები აქვს კონხორციუმის ყველა წევრთან

დოქტორი მაკლ გორჯი (კურიკულუმების დამუშავების აკადემიური ხელმძღვანელი) წამყვანი ლექტორი და ცნობილი ბრიტანელი ჰემატოლოგია, რომელსაც ვესტმინსტერის უნივერსიტეტში მიჰყავს შემდეგი კურსები - ჰამატოლოგია, სისხლის მეცნიერება და ტრანსფუზია. დოქტორი გორჯი ხელმძღვანელობს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებს და ასევე ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებიც მუშაობენ სამეცნიერო პროექტებზე ჰემატოლოგიაში. მას მიღებული აქვს მრავალი სამეცნიერო გრანტი და არის 40-ზე მეტი სამეცნიერო, თუ მიმოხილვითი სტატიის ავტორი. დოქტორი გორჯი ირიცხება ბიოსამედიცინო მეცნიერებების ბრიტანულ ინსტიტუტში და აქვს ეროვნული სეტიფიკატი სამედიცინო ლაბორატორიული მეცნიერებების  დარგში.

დოქტორი ჯონ მერფი ვესმინსტერის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მეცნიერებების სკოლის დეკანი და დოქტორანტურის დირექტორია. იგი აღიარებული ონკოჰემატოლოგია, გამოცდილი პედაგოგი და მეცნიერი, რომლის ხელმძღვნელობით არა ერთი წარმატებული სადოქტორო დისერტაცია შესრულებულია. მისი სამეცნიერო სტატიები ონკოჰემატოლოგიაში  გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში.

მაკა ბაქრაძე (ადმინისტრატორი)  Tempus-ის პროექტების გამოცდილი ადმინისტრატორია, ის მუშაობდა პროფესორ ლიდიარდთან და დოქტორ ნინო ფორაქიშვილთან ერთად რამოდენიმე წინა Tempus-ის პროექტში. პროექტის კოორდინატორებთან და საკონტაქტო პირებთან  ერთობლივი მუშაობის საფუძველზე მოაგვარებს ადმინისტრაციულ და ფინანსურ საკითხებს.   ქალბატონ მაკა ბაქრაძეს აქვს სამედიცინო განათლება და კარგად ესმის პროექტის სპეციფიკა. იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებს.