ვესტმინსტერის უნივერსიტეტის გუნდი

დოქტორი  ნინო ფორაქიშვილი (პროექტის კოორდინატორი)  ონკოჰემატოლოგიის და იმუნოლოგიის, მოლეკულური გენეტიკისა და მოლეკულური თერაპიის აღიარებული ექსპერტია, იგი გამორჩეულია მაღალი დონის სამეცნიერო პუბლიკაციებითა და სახელმძღვანელოებით. დოქტორი ნინო ფორაქიშვილი თავის სასწავლო მოდულებში ეფექტურად იყენებს სწავლების შერეულ მეთოდიკას, მათ შორის  ელექტრონულ და ვირტუალურ სასწავლო რესურსებს, ის გახლავთ  TSU, BSU და AMU ერთობლივი კურსის ლიდერი სამედიცინო მოლეკულურ ბიოლოგიაში. დოქტორი ფორაქიშვილი   პროფესორ ლიდიარდის, როგორც TEMPUS და INTAS პროგრამის კოორდინატორის მოადგილე გახლადათ 1995-2005 წლებში და იყო TEMPUS 158627 UK-JPCR -2010 პროექტის კოორდინატორი. აღნიშნული პროექტი 2012 წელს დაჯილდოვებულ იქნა წლის საუკეთესო საერთაშორისო თანამშრომლობისათვის  ,,Times Higher Education (THE)“ -ის მიერ.

... სრულად

ფერარას უნივერსიტეტის გუნდი

პროფესორი გუგლიელმო მარიანი ( უნივერსიტეტის გუნდის და CARPH-ის აკადემური  ხელმძღვანელი) ჰემატოლოგიის ცნობილი ექსპერტია, იგი გახლავთ 350-ზე მეტი სამეცნიერო  სტატიის ავტორი ჰემოსტაზის, თრომბოზის და ონკოჰემატოლოგიის დარგებში. მისი ავტორობით შესრულებული თავები შესულია ჰემატოლოგიის რამოდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის სახელმძღვანელოში. პროფესორ გუგლიელმო მარიანს აქვს 40 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ჰემატოლოგიის სწავლებასა და კვლევით საქმიანობაში როგორც რომის, ლაქვვილას და  ახლა უკვე ფერარას უნივერსიტეტების სრულ პროფესორს,. პროფესორი მარიანი გახლდათ ტემპუსის პროექტის - JEP-11037-96 კოორდინატორი 1996-99 წლებში და  ასევე კავკასისიის რეგიონში განხორიციელებული სამი პროექტის მონაწილე.

... სრულად

ბრესტის (ბრეტანი) უნივერსიტეტის გუნდი

 

დოქტორი ჯან პიერ პენეკი არის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი UBO -ს უნივერსიტეტში. იგი ასწავლის მოდელირების ტექნიკას სამაგისტრო პროგრამა ბიოლოგიაში, ჩართულია ელექტრონული სწავლებაში და აწარმოებს Moodle პლატფორმის მოდულს. იგი გახლდათ წარმატებული პროექტის TEMPUS-JPCR-158627 მონაწილე.

... სრულად

სამეცნიერო ვიზუალიზაციის ცენტრი სამუშაო გუნდი

დოქტორი ტომას ამონი არის ბიოლოგი, რომელიც სპეციალისტია, როგორც ბიომედიცინის, ასევე   კომპიუტერული ვიზუალიზაცია ბიოლოგიური სტრუქტურებისა და პროცესების სფეროში. მას აქვს თავისი  კომპანია AMNIM. რომელიც მრავალი ევროპულ პროექტის პარტნიორია, როგორიცაა Terence, "e-content "e-content for the continous development in Slovenia", ,,Scenario development for Lifelong Learning“ და ა.შ. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პერსონალის ტრენინგში და იძლევა ტექნიკურ რჩევებს მარკეტინგისა და რეკლამის საკითხებში. მისი კომპანია მიიღებს მონაწილეობას ვირტუალური ლაბორატორიების შექმნაში და აწარმოებს ჩვენი საპილოტო პროდუქტის VMML  მარკეტინგს.

ი.ჯავახივილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუშაო გუნდი

ნინო გაჩეჩილაძე: დოქტორი ნინო გაჩეჩილაძე არის იმუნოლოგია/ მიკრობიოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. ის არის წარმატებული ლექტორი, ასწავლის შემდეგ დისციპლინებს: იმუნიტეტი ინფექციების მიმართ, ზოგადი და სამედიცინო მიკრობიოლოგია და ზოგადი იმუნოლოგია.   დოქტორ გაჩეჩილაძეს აქვს საერთაშორისო თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. 

... სრულად