საბუნებისმეტყველო და სამედიცინო სასწავლო პროგრამების დახვეწა და რეგიონული სატრენინგო პლატფორმის დაფუძნება ჰემატოლოგიის დარგში (DECERPH)

პროექტის მიზანი

პროექტის მთავარ ამოცანას  წარმოადგენს საბუნებისმეტყველო და სამედიცინო სასწავლო პროგრამებით ჰემატოლოგიის სწავლების გაუმჯობესება, მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან  შესაბამისობაში  მოყვანა  სამხრეთ  კავკასიის უნივერსიტეტებში.  დაიხვეწება  კურიკულუმები, დაინერგება სწავლებისა და  შეფასების  თანამედროვე მეთოდები,  რის  შედეგადაც  გაიზრდება მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე  კადრების რიცხვი  რეგიონში. პროექტი მომგებიანი  იქნება, როგორც განათლების  და ჯანდაცვის  სისტემებისათვის საქართველოში,  სომხეთისა და აზერბაიჯანში, ასევე განამტკიცებს რეგიონულ კოოპერაციას.

------------


... სრულად

მონაწილე უნივერისიტეტებს შორის თანამშრომლობის ისტორია

2012 წლის დეკემბერში ვესტმინსტერის უნივერსიტეტმა მოიპოვა ორგანიზაცია   ,,Times Higher Education (THE)“ -ის პრესტიჟული ჯილდო წლის საუკეთესო საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. დაჯილდოების მიზეზი გახლდათ წარმატებით განხორციელებული პროექტი - EACEA-158627-JPCR (კოორდინატორი -დოქ. ნინო ფორაქიშვილი) ბიოსამედიცინო მეცნიერებების ელექტრონული სწავლების და დისტანციური სწავლების კურსების და  შეფასების მეთოდების განვითარება სამხრეთ კავკასიაში. უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც ევროკავშირის პროგრამა Tempus-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, პიტერ ლიდიარდისა და ნინო ფორაქიშვილის კოორდინატორობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უმაღლესი ბიოსამედიცინო განათლების რესტრუქტურიზაციის საქმეში

იხილეთ მეტი...
----------

 


ტრენინგი სამედიცინო ჰემატოლოგიაში

-------------

ტრენინგი საბუნებისმეტყველო ჰემატოლოგიაში

მურსიის უნივერსიტეტი: 1-14 თებერვალი, 2015 წელი

კოორდინატორებისა და ყველა მონაწილის სახელით გვსურს გულითადი მადლობა გადავუხადოთ პროფესორ ვინსენტ ვინსენტ გარსიას და დოქტ. ხავიერ კორალ დე ლა კალეს ბრწყინვალედ ორგანიზებული ტრენინგებისათვის მურსიასა და კარტახენაში. ტრენინგის შედეგად სამხრეთ კავკასიელმა კლინიცისტმა ჰემატოლოგებმა გაიღრმავეს თეორიული ცოდნა და დაიხვეწეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ამასთან ერთად ტრენინგმა ხელი შეუწყო კონსორციუმის წევრებს შორის კავშირების და თანამრომლობის განმტკიცებას.

ნინო ფორაქიშვილი და პიტერ ლიდიარდი

იხილეთ მეტი...


 

ვესტმინსტერის უნივერსიტეტი: 24  ნოემბერი-5 დეკემბერი, 2014 წელი

მიმდინარე DECERPH პროექტის ფარგლებში ლონდონში, კოორდინატორ ვესტმინსტერის უნივერსიტეტში,   ჩატარდა მეტად წარმატებული ტრენინგი სამხრეთ კავკასიელი ბუნებისმეტყველი მეცნიერებისთვის. ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ დოქტ. ნინო ფორაქიშვილი, დოქტ. მაიკ გორჯი, პროფ. პიტერ ლიდიარდი და დოქტ. კაროლ დე სოუზა. ტრენინგის ღონისძიებებს ადმინისტრირებას უწევდა მაკა ბაქრაძე. ტრენინგის მიზანი იყო დელეგატების დახმარება, რათა მათ შეძლონ  სწავლების მეთოდის სწორი შერჩევა შესაბამისი ჰემატოლოგიის კურსისათვის და პროქტის წინა ეტაპებზე გაკეთებული რეკომენდაციების დანერგვა.

ნინო ფორაქიშვილი, მაიკლ გორჯი და პიტერ ლიდიარდი

იხილეთ მეტი...